დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღი: 29.04.2026
პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები
შპს „რედმედი“ (შემდგომში კომპანია/რედმედი/ჩვენ) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405341465
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, №24ბ, ოფისი №7
ეს წესები და პირობები (შემდგომში - „წესები და პირობები“) ეხებათ იმ ექიმებს, რომლებიც რეგისტრირდებიან პლატფორმაზე, როგორც დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის მწარმოებელი ფიზიკური პირები (კერძო პრაქტიკა), ასევე, არასამედიცინო საქმიანობის მწარმოებელი ფიზიკური პირები, როგორიცაა ფსიქოლოგიური სერვისები და რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისები.
ამ წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე, როგორც კერძო პრაქტიკის მწარმოებელი ექიმი (სხვა სპეციალისტი), მიუხედავად თქვენი სამართლებრივი ურთიერთობისა რომელიმე სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთან/კლინიკისადმი.
ზოგადი ნაწილი და გამოყენებული ტერმინოლოგია
რედმედი პლატფორმის საშუალებით უზრუნველყოფს:
• სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთვის;
• კავშირს რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელსა და რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებს/მომსახურების მიმწოდებელს შორის;
• აძლევს საშუალებას მომხმარებელს მიიღოს/გამოიყენოს რედმედის პლატფორმაზე განთავსებული სერვისები/შეთავაზებები, მათ შორის, არასამედიცინო სახის.
მიმართვა „თქვენ“ ამ დოკუმენტში ეხება ექიმს, ფსიქოლოგს ან აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალისტს, რომელიც რეგისტრირებულია რედმედის პლატფორმაზე და ახორციელებს სერვისების მიწოდებას რედმედის მომხმარებლისთვის.
თქვენ მიერ პლატფორმაზე რეგისტრაცია და პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი გზით - იქნება ეს ბინაზე ვიზიტი, სატელეფონო, ვიდეო-კონსულტაციის ჩატარება რედმედის მომხმარებლისთვის თუ სხვა, ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებს სრულად ან ნაწილობრივად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.
ყოველგვარი გაურკვევლობის გამორიცხვის მიზნით განვმარტავთ, რომ ჩვენი პლატფორმის საშუალებით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება ან გაწევა არ არის შესაძლებელი.
ტერმინოლოგია
ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინოლოგიას აქვს შემდეგი განმარტება:
პლატფორმა - რედმედის მიერ მართვადი სისტემა, რომელიც მოიცავს ვებ-გვერდსა (www.redmed.ge) და მობილურ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც ხდება თქვენი და რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის დაკავშირება.
რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი (შემდგომში ასევე - თქვენ / ექიმი) - ექიმი, ფსიქოლოგი ან რეაბილიტაცია/აბილიტაციის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, ატვირთა მოთხოვნილი დოკუმენტები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), გაუაქტიურდა პროფილი და გამოხატა სურვილი საკუთარი სერვისის რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით.
მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს რედმედის პლატფორმას პლატფორმაზე განთავსებული სერვისების მისაღებად. მომხმარებელი შეიძლება სარგებლობდეს პლატფორმით როგორც ანგარიშის (პროფილის) შექმნით, ასევე სერვისების იმ ნაწილით, რომელიც ხელმისაწვდომია რეგისტრაციის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმით სარგებლობა ხდება სხვა პირის (მესამე პირის, ვისთვისაც მომხმარებელმა დაჯავშნა სამედიცინო მომსახურება) სასარგებლოდ (მაგ: არასრულწლოვნის, მეურვეობის ქვეშ მყოფის ან/და სხვა ნებისმიერი მესამე პირის), მომხმარებლად მიიჩნევა მაინც ის სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, რომელიც ახორციელებს დაჯავშნას/რეგისტრაციას/გადახდას.
მესამე პირი, ვისთვისაც მომხმარებელმა დაჯავშნა სამედიცინო მომსახურება - მესამე პირი, ვისთვისაც და ვისი თანხმობითაც (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მომხმარებელმა პლატფორმის მეშვეობით დაჯავშნა სამედიცინო-საკონსულტაციო მომსახურება.
მოქმედი კანონმდებლობა - საქართველოში მოქმედი კანონები, ბრძანებები, ბრძანებულებები, რეგულაციები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს სამედიცინო საქმიანობას, პერსონალური მონაცემების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირის ფინანსურ ანგარიშგებას და ნებისმიერი სსვა იურიდიული ძალის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროცესებს პლატფორმაზე მუშაობისას.
ჩართულობა - განიმარტება, როგორც რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ პლატფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის ნებისმიერი ტიპის მომსახურების გაწევა.
მომსახურების საფასური - რედმედის პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებლის ან/და მესამე პირის მიერ მომსახურების გაწევისთვის გადახდილი ღირებულება.
წერილობითი ხელშეკრულება, ნებართვა, შეთანხმება - მოიაზრება როგორც ქაღალდმატარებელი, ასევე, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიღებული დადასტურება (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ელექტრონული ფოსტა, პლატფორმაზე დოკუმენტის მონიშვნა).
პერსონალური მონაცემები - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 3).
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები - მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 3).
პლატფორმის გამოყენება
ამ წესებსა და პირობებზე დათანხმებითა და რედმედთან მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულების, მისი თავსართისა და დანართების გაფორმებით, თქვენ იღებთ უფლებას/წვდომას, ისარგებლოთ პლატფორმით. რედმედის მიერ თქვენთვის გადმოცემული წვდომა პლატფორმაზე არის ლიმიტირებული, არაექსკლუზიური, სხვაზე გადაცემის უფლების გარეშე. რედმედს აქვს თქვენი პლატფორმაზე წვდომის დროებით ან/და მუდმივად შეზღუდვის ან/და გაუქმების უფლება კონკრეტული მიზეზით ან მიზეზის გარეშე.
პლატფორმის გამოსაყენებლად თქვენ უნდა შექმნათ თქვენი პროფილი/ანგარიში. პროფილის მონაცემების შევსებისას თქვენ გარანტიას იძლევით, რომ:
• ყველა ინფორმაცია, რაც თქვენ შეიტანეთ პროფილში, არის ზუსტი, განახლებული, სანდო და სრული;
• თქვენი საქმიანობა პლატფორმაზე არის არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და შესაბამისი.
პლატფორმაზე თქვენი სამუშო გრაფიკის შექმნაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ და თქვენ თავისუფალი ხართ გრაფიკის არჩევაში.
რედმედი იტოვებს უფლებას, საკუთარი გადაწყვეტილებით, წინასწარი შეტყობინების გარეშე:
• შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი პირადი ანგარიში/პროფილი და/ან წვდომა პლატფორმაზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: თუ არის ეჭვი თქვენს მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაზე), წინასწარი გაფრთხილების გარეშე;
• შეცვალოს, გადააკეთოს, შეაჩეროს, გააუქმოს დროებით ან მუდმივად პლატფორმის ნაწილი ან მთელი პლატფორმა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მიზეზით წინასწარი შეტყობინების გარეშე.
თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თუ რედმედი შეაჩერებეს/გააუქმებს თქვენს ანგარიშს/პროფილს, აღარ გექნებათ წვდომა თქვენს პროფილზე არსებულ ინფორმაციასთან. ასევე თქვენ სრულად ან ნაწილობრივ შეგეზღუდებათ ან შეგიწყდებათ პლატფორმაზე წვდომა და პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ის უფლებები, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე გქონდათ მონიჭებული, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მომხმარებლებთან პლატფორმის მეშვეობით კომუნიკაციის, კონსულტაციის გაწევის, ჩანაწერების/ისტორიის ნახვის, პროფილის მართვის, დოკუმენტაციის ატვირთვის, მიღების ან დამუშავების უფლება, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ამას განსაზღვრავს რედმედი, ასევე თქვენ აღარ იქნებით უფლებამოსილი: გამოიყენოთ პლატფორმა ახალი სამედიცინო მომსახურების/კონსულტაციის გასაწევად; ისარგებლოთ რედმედის კორპორატიული ელ. ფოსტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დაამყაროთ კომუნიკაცია მომხმარებელთან რედმედის სახელით (მათ შორის, რედმედის პლატფორმის გამოყენებით) და სხვ.
თქვენ, სრულფასოვნად აცნობიერებთ, ეთანხმებით და ადასტურებთ, რომ:
• რედმედი, შინაარსობრივად, არ არის ჩართული თქვენ მიერ, მომხმარებლისთვის, სამედიცინო სერვისის გაწევის პროცესში;
• რედმედი არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი:
- მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე;
- მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციაში, მის მიერვე შეტანილი ცვლილებების მართებულობაზე;
- თქვენს ნებისმიერ ქმედებაზე ან/და დაუდევრობაზე თქვენი ჩართულობის პერიოდში.
რედმედი აწარმოებს და მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიების შესაბამისად ინახავს თქვენს ანგარიშს ადეკვატური დეტალებით, რაც დაკავშირებულია თქვენ მიერ რედმედის საშუალებით შესრულებულ სამუშაოსთან ან რაიმე სხვა ტიპის ჩართულობასთან. თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი/ანგარიში, რაც რედმედის მიერ არის ნაწარმოები და კავშირშია თქვენ ჩართულობასთან პლატფორმის აქტივობაში, შეიძლება რედმედის მიერ გამოყენებული იქნას ნებისმიერი მიზნისათვის (კანონით განსაზღვრულ ფარგლებში) და წარმოადგენს ამ პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის სანდო მტკიცებულებას. თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ აღნიშნული ჩანაწერები/ანგარიშები არის სანდო და შეიძლება გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად და თქვენ არ უნდა იდავოთ ამ ჩანაწერებზე/ანგარიშებზე ან მათ სიზუსტეზე, ნამდვილობაზე, სანდოობაზე ან მისაღებობაზე.
მომხმარებლის ინიციატივით ჯავშნის/შეკვეთის გაუქმება
თუ პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ჯავშანი/შეკვეთა განთავსებულია არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) დღისა, პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის ინიციატივით ჯავშნის/შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ბლოკირებული თანხა სრულად დაუბრუნდება მომხმარებელს (პაციენტს). ასეთ შემთხვევაში ამ კონკრეტული ჯავშნისთვის ექიმი არ მიიღებს სამედიცინო-საკონსულტაციო მომსახურების შესაბამის ანაზღაურებას.
თუ ჯავშანი/შეკვეთა განთავსებულია 14 (თოთხმეტი) დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და მომსახურების დაწყების დრომდე დარჩენილია 1 (ერთი) საათზე ნაკლები დრო, პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის ინიციატივით ჯავშნის/შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ბლოკირებული თანხა არ დაუბრუნდება პლატფორმის მომხმარებელს (პაციენტს). ასეთ შემთხვევაში ამ კონკრეტული ჯავშნისთვის ექიმი მიიღებს სამედიცინო-საკონსულტაციო მომსახურების შესაბამის ანაზღაურებას.
მომსახურების ღირებულება
თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ რედმედის საშუალებით გაწეული ნებისმიერი მომსახურების გადახდა რედმედის მომხმარებლის მიერ შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ რედმედის პლატფორმაზე ონლაინ გადახდის მეთოდის გამოყენებით.
თქვენი სერვისების ფასს, რასაც აწარმოებთ რედმედის მეშვეობით, განსაზღვრავთ თავად, რედმედთან შეთანხმებით.
თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ რედმედს აქვს უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს შესაბამისი ფასდაკლებ(ებ)ის გაკეთება მომხმარებლისთვის. აღნიშნული არ იმოქმედებს ექიმის მიერ მისაღები ანაზღაურების ოდენობაზე.
თქვენი ანაზღაურება
რედმედის საშუალებით გაწეულ სერვისებთან დაკავშირებით, თქვენი ანაზღაურების საკითხებს აწესრიგებს მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულება და მისი თავსართი.
შესაბამისობა მოქმედ კანონმდენლობასთან
თითოეული მხარე თავისი ხარჯით იცავს ყველა შესაბამის მოქმედ ნორმატიულ აქტს, რომელიც ეხება მის საქმიანობას ამ პირობების ფარგლებში, ითვალისწინებს, რომ პერიოდულად ისინი შეიძლება შეიცვალოს, და ასევე, თავისი ხარჯით უზრუნველყოფს ყველა საქმიანობისათვის საჭირო ლიცენზიის, რეგისტრაციისა თუ ნებართვის მიღებას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
ინტელექტუალური საკუთრება
თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმა და მისი ყველა საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო საიდუმლოებები და რედმედთან დაკავშირებულ სხვა ინტელექტულურ საკუთრებებზე უფლებები არის და იქნება რედმედის საკუთრება. ასევე, თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმის საწყისი კოდი, ფორმატი, კატალოგები, ალგორითმები, მოთხოვნები, სტრუქტურა და ორგანიზება არის რედმედის ინტელექტუალური საკუთრება და კონფიდენციალური ინფორმაცია. თქვენ არ გადმოგეცემათ უფლება პლატფორმის ინტელექტუალურ საკუთრებაზე, თუ ამ უფლების გადმოცემა პირდაპირ არ არის გაწერილი პირობებში.
იმ შემთხვევაში თუ პლატფორმაზე მოცემულია ჰიპერბმული, რომელიც გადამისამართდება სხვა ნებისმიერ აპლიკაციაში ან ვებგვერდზე, იმოქმედებს შესაბამისი აპლიკაციის/ვებგვერდის წესები და პირობები. ასევე, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ რედმედი არ არის პასუხისმგებელი ჰიპერბმულით მოცემულ აპლიკაციაში/ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე, მართებულობაზე ან მათ მიერ შემოთავაზებული სერვისების ხარისხზე.
თქვენ არ ხართ ავტორიზებული რედმედის მიერ გამოიყენოთ რედმედის ინტელექტუალური საკუთრება (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, სავაჭრო ნიშნის გამოყენებით ნებისმიერ რეკლამაში, განცხადებაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში) რედმედის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
რედმედის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება რედმედის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ამ დოკუმენტზე დათანხმებით თქვენ აცხადებთ, რომ გაცნობილი ხართ და ეთანხმებით აღნიშნულ პოლიტიკას.
ზიანის ანაზღაურება
პლატფორმასთან დაკავშირებული უკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ, პლატფორმაზე რეგისტრაციის გაუქმება და გაუქმების მომენტისთვის, თქვენ მიერ გაწეული სერვისების/მომსახურების იმ ღირებულების ანაზღაურება, რომელიც გაუქმების მოთხოვნის მომენტისთვის, არ ანაზღაურებულა, ამგვარის არსებობის შემთხვევაში.
რედმედს უფლება აქვს მოითხოვოს თქვენგან ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიაყენეთ მას თქვენი ქმედებით, უმოქმედობით ან/და გადაცდომით, ნებით ან უნებლიეთ (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: მოგების დაკარგვა, მონაცემების დაკარგვა, ბიზნესის დაკარგვა).
თქვენ უნდა აუნაზღაუროთ რედმედს ნებისმიერი (პირდაპირი და არაპირდაპირი) ზიანი, რომელიც მას მიადგება თქვენი პლატფორმაზე ქმედების ან უმოქმედობის გამო, ეს ზიანი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ზიანი, რომელიც წარმოიქმნება პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელთან ურთიერთობისას, ზიანი, რომლიც წარმოიქმნება თქვენს მიერ მესამე პირთან (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: რედმედის მომხმარებელს) პლატფორმის გამოყენებით ურთიერთობისას, ამ პირობების და წესების დარღვევით მიყენებული ზიანი, მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების დარღვევით გამოწვეული ზიანი, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გამოწვეული ზიანი.
შიდა შეფასების სისტემა
პლატფორმაზე თქვენი აქტივობის შეფასება დამოკიდებულია მომხმარებლის შეფასებაზე, რაც შესაძლოა განსაზღვრადეს თქვენი პროფილის რიგითობას. რიგითობის განსაზღვრა სპონსორის დაფინანსებით არ ხდება.
პლატფორმის შესაძლებლობები
თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ მისი მომსახურებით პრინციპით „როგორც შესაძლებელია“ და „როგორც არის“. თქვენს მიერ პლატფორმის ნებისმიერი ფუნქციის გამოყენება და ნებისმიერი სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობით.
რედმედი არ აცხადებს და არ იძლევა გარანტიას, რომ:
• პლატფორმა იმუშავებს დროულად, უსაფრთხოდ, შეუფერხებლად, შეცდომების გარეშე, იქნება შესაბამისი სხვა მონაცემთა ბაზებთან, პროგრამებთან ან მოწყობილებებთან;
• პლატფორმა უპასუხებს თქვენს მოთხოვნებს და მოთხოვნილებებს;
• პლატფორმის შეცდომები და ნაკლები იქნება გამოსწორებული;
• არ შეიცავს ვირუსებს ან სხვა დამაზიანებელ კომპონენტებს.
თქვენ ვალდებული ხართ, პლატფორმის მუშაობასთან, ფუნქციონალთან ან მომსახურების გაწევის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის/შეფერხების/შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული დაუყოვნებლივ დააფიქსიროთ რედმედთან ნებისმიერი საკონიკაციო არხით, რათა შესაძლებელი გახდეს პრობლემის დროული იდენტიფიცირება, რეაგირება და პლატფორმის გაუმჯობესება. თქვენ მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა დარღვევამ გამოიწვია რედმედის პასუხისმგებლობის წარმოშობა მომხმარებლის წინაშე (მათ შორის, მომხმარებლის მოთხოვნის/საჩივრის დაკმაყოფილება, ზიანის ანაზღაურება ან სხვა ხარჯის გაწევა), რედმედს უფლება ექნება, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ექიმს დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა და მოსთხოვოს რედმედისათვის მიყენებული ზიანის/ხარჯების ანაზღაურება.
თავსებადობა
რედმედი არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა თავსებადი იქნება თქვენს მოწყობილობასთან ან სხვა რომელიმე მოწყობილობასთან, რომელიც მიერთებულია თქვენს მოწყობილობაზე. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი, გქონდეთ შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც თავსებადია პლატფორმასთან და გქონდეთ ეს მოწყობილობა მუდმივად გამართული.
ცვლილებები
რედმედი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში. ასევე, შესაძლებელია მოხდეს პლატფორმის რედიზაინი. წესები და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რედმედის მიერ, გეცნობებათ ცვლილების განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ცვლილება არ იქნება მისაღები თქვენთვის, თქვენ უფლებამოსილი ხართ, აღნიშნულ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მიმართოთ რედმედს საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართზე და მოითხოვოთ პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილება ჩაითვლება ორმხრივად დადასტურებულად და შევა ძალაში.
ავტორიზაციის მონაცემების კონფიდენციალურობა
თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველყოთ პლატფორმაზე საკუთარი ანგარიშის (მათ შორის, მომხმარებლის სახელისა/იდენტიფიკატორისა და პაროლის) კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და არ გადასცეთ, არ გაუზიაროთ ან სხვაგვარად არ გახადოთ ხელმისაწვდომი თქვენი იუზერი ან/და პაროლი (ან სხვა ავტორიზაციის მონაცემები) ნებისმიერ მესამე პირს. თქვენ სრულად აგებთ პასუხს თქვენი ანგარიშის გამოყენებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი ქმედება განხორციელდა მესამე პირის მიერ, მისთვის თქვენი ავტორიზაციის მონაცემების გაზიარების/დაუცველობის შედეგად.
წესები და პირობები როგორც ხელშეკრულება
ეს პირობები (მათ შორის, კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს მხარეთა შორის მოქმედი ერთიანი ხელშეკრულების ნაწილს. მხარეთა შორის დამატებით ფორმდება მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულება, მისი თავსართი და დანართები, რაც წარმოადგენს რედმედსა და ექიმს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ ერთიანი ხელშეკრულებას.
თუ, ამ წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილი გახდა ძალადაკარგული ან ბათილი ის ავტომატურად ითვლება გაუქმებულად და ამ ნაწილის გაუქმება არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების ან მისი ნაწილის ძალაზე და არ ხდის წესები და პირობებს ან მის ნაწილს არავალიდურს. ამასთან, მუხლის ან მისი ნაწილის ბათილობის შემთხვევაში, მხარეები მათ შორის არსებულ ურთიერთობას მოაწესრიგებენ ბათილ დებულებასთან შინაარსრობრივად ყველაზე ახლოს მდგომი ნამდვილი მოწესრიგებით.
პროფილის გაუქმება
რედმედი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს სერვისის მიმწოდებლის აქტიური პროფილი რაიმე მიზეზით, ან მიზეზის გარეშე.
მიზეზები, რის გამოც შეიძლება მოხდეს პროფილის დროებითი დაბლოკვა ან გაუქმება, არის, მაგრამ არ შემოფარგლება:
• ავტორიზაციის მონაცემების (იუზერი/პაროლი) მესამე პირისთვის გაზიარება, ანგარიშის არაუფლებამოსილი გამოყენება ან უსაფრთხოების დარღვევის ეჭვი;
• პროფილის ხანგრძლივი უმოქმედობა ან პლატფორმის გამოყენების შეწყვეტა;
• რედმედის კომერციული/ოპერაციული საჭიროებები, პლატფორმის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
• სასამართლოს/მარეგულირებლის/უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნა, ან სამართლებრივი რისკის თავიდან აცილების აუცილებლობა;
• წინამდებარე წესებისა და პირობების, შიდა პოლიტიკების, სტანდარტული ხელშეკრულების, მისი თავსართისა და დანრთების, ასევე მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა და სხვა.
დავა
ნებისმიერი სამართლებრივი დავა რედმედსა და თქვენს შორის იწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ელექტრონული კონტრაქტი
ეს წესები და პირობები წარმოადგენს მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას.
წესები და პირობების წინამდებარე რედაქცია ძალაში შედის დოკუმენტის თავში მითითებულ ძალაში შესვლის თარიღში და მოქმედებს მის შემდგომ ცვლილებამდე ან/და ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე.
თქვენი თანხმობა წესები და პირობების თანდართულ რედაქციაზე დადასტურებულად ჩაითვლება: პლატფორმაზე შესაბამისი ელექტრონული მონიშვნის განხორციელებით ან/და რედმედის მიერ წესები და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში თქვენ მიერ თანხმობის უარყოფის თაობაზე შეტყობინების გამოუგზავნელობისა და პლატფორმით სარგებლობის გაგრძელების შემთხვევაში.